spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – ასეთი სისასტიკე ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკი მკვლელობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. 

 

“ასეთი სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს. ეს საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი პირები სამიზნე ხდებიან და მათ კლავენ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში. 

 

უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, ნაპოვნია 300-ზე მეტი ცხედარი, ადამიანები განსაკუთრებული სისასტიკით არიან მოკლული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები