ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის უკრაინის პრეზიდენტის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ნატო-მ გაზარდა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარება. ასევე უპრეცედენტო სანქციების გამო, რუსეთს ძვირის გადახდა უწევს.
“ჩვენ გავზარდეთ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა – გერმანია ამ ძალისხმევაში საკვანძო როლს თამაშობს. ნატო და მოკავშირეები უკრაინის არმიას, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ წვრთნიან.
მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.