spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

 

“მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უთვალავი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევაა და სერიოზული საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.

 

ნატო-ს მოკავშირეები რუსეთის განახლებულ აგრესიასთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში, მათ შორის კიევში, ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები