spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და დიპლომატია აირჩიოს

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება არღვევს მინსკის შეთანხმებას, რომელიც მხარეც თავად რუსეთიც არის.

 

“ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ეს არღვევს კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მხარე რუსეთიცაა. ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ მოსკოვს,

 

შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და დიპლომატია აირჩიოს“, – წერს იენს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.

 

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევით და ასევე ცდილობს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის საბაბი დადგას.

 

პუტინმა დონეცცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები