spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს ქვეყნების გადასაწყვეტია, როდის დააკმაყოფილებენ საქართველო და უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს

ნატო-ს ქვეყნების გადასაწყვეტია, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, საქართველო და უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს და მზად იქნებიან ნატო-ში გაწევრიანებისთვის, ამას სხვა ვერავინ გააკეთებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

“უნდა თუ არა რომელიმე სახელმწიფოს ნატო-ს წევრობა, ეს მხოლოდ ამ სახელმწიფოს გადასაწყვეტია. და ნატო-ს წევრების გადასაწყვეტია, აკმაყოფილებს თუ არა რომელიმე ასპირანტი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანების სტანდარტებს. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და მან ვეტო არასდროს უნდა მიიღოს. რუსეთი ყოველთვის ცდილობს, თქვას, რომ ნატო-ს გაფართოება პროვოკაციაა. ასე მოიქცა როდესაც პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები გაწევრიანდნენ ნატო-ში. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვქონდა სიმტკიცე, რათა ეს ქვეყნები მიგვეღო.

 

როდესაც ნორვეგია შეურთდა ნატო-ს, მისი მეზობელი იყო რუსეთი, ანუ მაშინ საბჭოთა კავშირი. სტალინი იყო ნორვეგიის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგი, მაგრამ ვაშინგტონმა, ლონდონმა, პარიზმა და ნატო-ს სხვა წევრებმა თქვეს, ნატო-ს კარი ღიაა, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიას აქვს საზღვარი რუსეთთან და რუსეთს არ მოსწონს ნატო-ში ნორვეგიის გაწევრიანება. ასე რომ, ნატო-ს ქვეყნების გადასაწყვეტია, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, მაგალითად, საქართველო და უკრაინა ნატო-ს სტანდარტებს და მზად იქნებიან ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ამას სხვა ვერავინ გააკეთებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები