spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი

ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია, გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

“ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს თავისი კურსი. ეს გაწერილია მრავალ დოკუმენტსა და შეთანხმებაში, რომელთა ხელმომწერი არის რუსეთიც, მათ შორის ჰელსინკის დასკვნით აქტში, პარიზის ქარტიაში და მრავალ სხვა დოკუმენტში, სადაც მკაფიოდ ნათქვამია, რომ ყველა დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი კურსი, მათ შორის ის, თუ რა ტიპის უსაფრთხოების შეთანხმებაში სურს მონაწილეობა. 

ნატო-ს ურთიერთობები უკრაინასთან გადასაწყვეტია მხოლოდ ალიანსის 30 მოკავშირისა და უკრაინის მიერ და არავის სხვის მიერ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, აღადგინოს სისტემა, სადაც რუსეთის მსგავს დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მას შეუძლია, გააკონტროლოს და გადაწყვიტოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა წევრებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსეთი ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით დასავლეთისგან გარანტიებს მოითხოვს. „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, – აცხადებენ ლავროვის უწყებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები