spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ვიზიტით ეწვევა, – ინფორმაცია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

თბილისში იენს სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანიდან ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

 

ნატოს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები