spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – უკრაინა და საქართველო ნატო-ს ახლო პარტნიორები არიან, ჩვენ მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირი წერის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე საქართველოზე ისაუბრა და თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

 

მისი თქმით, საქართველო და უკრაინა ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობას წარმოადგენს.

 

“ნატოსთვის მათთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საკმაოდ ღირებულია. უკრაინა და საქართველო ნატოს ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ვეხმარებით და ვთანამშრომლობთ და პატივს ვცემთ იმ ფაქტს, რომ შავი ზღვის რეგიონში ერთად ვმუშაობთ, რაც კარგია არამარტო მათთვის, არამედ ნატოს მოკავშირეებისთვის. შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ნატო ეხმარება უკრაინასა და საქართველოს წვრთნებით, შესაძლებლობების ზრდაში. ალიანსის წევრები მომავალი წლის ივნისში სამიტზე და უახლოეს მინისტერიალზეც ძლიერ მხარდაჭერას დააფიქსირებენ ნატოს უახლოესი პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები