spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იენს სტოლტენბერგი – უკრაინის და საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მათ გარეშე არ მიიღება

დღეს ჩვენს ახლო პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან შეხვედრა გავმართეთ და რუსეთის აგრესიის საფრთხე და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება განვიხილეთ, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

“ნატო და მისი მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში. თავდაცვის უფლება გაეროს წესდებაში გაწერილი უფლებაა. მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის ძალების წარმომადგენლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

დღეს ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ ნატოს კარი ღია რჩება. ნატოს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას. თითოეული ქვეყნის უფლება თავად აირჩიოს საკუთარი გზა აბსოლუტურად ფუნდამენტური პრინციპია ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია. უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება. საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები