spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს.

 

ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.

 

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

 

წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ. სააღდგომო ლიტურგიის დროს კი წმინდა ცეცხლს მომლოცველები ყველა ტაძარში მიიტანენ და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

 

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები