spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

 

ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

 

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

 

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები