spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იგორ დოლგოვი – დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში, იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი

დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში,  იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა  იგორ დოლგოვმა განაცხადა.  

 

მან მადლობას გადაუხადა ყველას უკრაინის თანადგომისათვის და აღნიშნა, რომ უკრაინამ ყვერლაფერი გააკეთა, რომ პროცესები ცივილიზებული ურთიერთობების კალაპოტში წარმართულიყო, თუმცა რუსეთმა არად ჩააგდო ცივილიზებული სამყაროს ნორმები. 

 

“მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დღეს მოვიდა უკრაინის საელჩოსთან მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. დღეს დილით რუსეთის ფედერაციამ განახორციელა ღია აგრესია უკრაინის, ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ.  რუსეთის ფედერაციამ დაარღია გაეროს წესდების ბევრი დებულება, ასევე ხელშეკრულებები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის და ასევე ჰელსინლკის  დასკვნითი აქტები. დღეს ჩვენ დავიწყეთ ცხოვრება სხვა რეალობაში,  იმ რეალობაში, რომელშიც არ არის მსოფლიო წესრიგი, არ არის საერთაშორისო სამართალი და არ არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

 

დღეს 24 თებერვალს უნდა გამართულიყო შეხვედრა რუსეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რის შემდეგაც უნდა გამართულიყო რუსეთისა და შეერტებული შტატების პრეზიდენტებს შორის  სამიტი პარალელურად ხდებოდა პუტინის ნამდვილი სცენარის შემუშავება. 

 

პუტინის მიერ ომის დაწყების გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ დროს,  როდესაც ნიუ-იორკში იმართებოდა გაეროს უსაფრთოების საბჭოს სხდომა. ამ სხდომის ჩატარებას ითხოვდა უკრაინა, რადგან ხედავდა მოსალოდნელ საფრთხეს. მოლაპარაკების დრო დასრულდა ჩვენს სახელმწიფოში და დაიწყო ომი.

 

სამწუხაროდ, დღეს მთელი მსოფლიო ხედავს,  რომ არსებობს ცივილიზებული სამყარო და არსებობს ერთი სახელმწიფო, რომელიც არად დაგიდებს ცივილიზებული სამყაროს ნორმებს”,  – განაცხადა დოლგოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები