spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იგორ დოლგოვი – სანქციები, რომლებიც გუშინ იყო მიღებული, დღეს არ არის საკმარისი

სანქციები,  რომლებიც გუშინ იყო მიღებული,  დღეს არ არის საკმარისი, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა განაცხადა.  

 

მისივე განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები ქვეყნები მნიშვნელოვან მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინის მიმართ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო აგრესორის შესაჩერებლად. 

 

“რა გვჭირდება დღეს ჩვენ და რას აკეთებს მსოფლიო? – ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ აგრესორის შეჩერება და იზოლაცია. შევაჩეროთ იქ, სადაც ეს არის საჭირო. 

 

სანქციები,  რომლებიც გუშინ იყო მიღებული,  დღეს უკვე არ არის საკმარისი. უკრაინის შეიარაღებული ძალები საჭიროებენ ასევე სამხედრო დახმარებას, უკრაინა საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინია ასევე საჭიროებს ფინანსურ დახმარებას და რა თქმა უნდა,  ჩვენ დიდი მოცულობით ვიღებთ ამ დახმარებას.  

 

უკრაინა ასევე მოითხოვს ხელშეწყობას, სანქციების დაწესებას, სადაც ეს შესაძლებელია, ეს ასევე მოიცავს სვიფტიდან გამორთვას.  

 

პრეზიდენტი ზელენსკი დღეს ესაუბრა ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, შეაფასა ის მხარდაჭერა, რომელსაც ქვეყანა იღებს და  აღნიშნა, რომ ბოლოს და ბოლოს გვითხარით, შეძლებს უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი, რადგან დღეს ამისათვის უკრაინაში ადამიანები იღუპებიან”, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები