აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ჩართული იქნება ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
“აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იქნება, როგორც საზოგადოება, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.