“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე იგორ ნარმანია დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ნარმანია მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს იმ დროს დააკავეს, როდესაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია-პერფორმანს მართავდა.
იგორ ნარმანიას დაკავების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტების აქცია დაიგეგმა, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება.