spot_img
spot_imgspot_img
spot_img

იგორ ნარმანია – კრიმინალები არიან ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს სპეცოპერაცია და დადეს იქ კანონსაწინააღმდეგო ნივთები

კრიმინალები არიან ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს სპეცოპერაცია და დადეს იქ კანონსაწინააღმდეგო ნივთები. ამ ადამიანებს ძალიან მალე მოეთხოვებათ პასუხი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ემსახურებიან რუსულ რეჟიმს.

“კრიმინალები არიან ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაატარეს სპეცოპერაცია და დადეს იქ კანონსაწინააღმდეგო ნივთები. რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს სჯერა, რომ თაბუკაშვილის პოლიციიდან 5-10 მეტრში ვინმეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი შეენახა. დამნაშავეები, ჩამდებები, კრიმინალები არიან თვითონ, რაზეც ძალიან მალე მოეთხოვებათ პასუხი, უბრალოდ ეს ადამიანები, ვინც ეს დაუკვეთა, განახორციელა, დაამზადა, იქ დადო, არიან დამნაშავეები, კრიმინალები, არანაირად არ არიან ქართული პოლიციის წარმომადგენლები და ისინი მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებიან რუსულ რეჟიმს, ამიტომ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან მალე მოეთხოვებათ პასუხი”, განაცხადა იგორ ნარმანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები