ყოველდღიურად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რადგან კონკრეტულად გავაცნოთ საზოგადოებას. ასევე საზოგადოება გაიგებს კარვების დადგმის იდეაზე კონკრეტულ საკითხებს, თუ, სად, როდის და როგორ დაიდგმება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციები არის ერთადერთი გზა და გამოსავალი იმისთვის, რომ გამარჯვება და მიტაცებული არჩევნები დაიბრუნოს ქართველმა საზოგადოებამ.
“ყოველდღიურად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რადგან კონკრეტულად გავაცნოთ საზოგადოებას. ასევე საზოგადოება გაიგებს კარვების დადგმის იდეაზე კონკრეტულ საკითხებს, თუ, სად, როდის და როგორ დაიდგმება. ამ ეტაპზე ღიად და საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე. აქციები არის ერთადერთი გზა და გამოსავალი იმისთვის, რომ გამარჯვება და მიტაცებული არჩევნები დაიბრუნოს ქართველმა ხალხმა და ქართველმა საზოგადოებამ. ის, რასაც აღიარებს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა არჩევნები და მოჰპარა ქართულ საზოგადოებას, ამ არჩევნების დასაბრუნებლად ქუჩა არის ერთადერთი მართებული გზა“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ოპოზიცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. საპროტესტო აქციების საორგანიზაციო შეხვედრაში 3 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს.