spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იგორ ტერეხოვი – ხარკოვი მუდმივად სარაკეტო იერიშების მსხვერპლია, წუთი არაა, რომ არ იბომბებოდეს

ნგრევა კოლოსალურია, ხარკოვის 8 ათასი შენობიდან 400 შენობა დაბომბიოლია, მათ შორის 48 სკოლაა, ეს არის ღია და დაუფარავი გენოციდი, –  ამის შესახებ ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვი მუდმივად იბომბება და გამართულად მუშაობს კომუნალური სამსახურები. 

 

“ხარკოვი მუდმივად სარაკეტო იერიშების მსხვერპლია, წუთი არაა, რომ ხარკოვი არ იბომბებოდეს, ძალიან მძიმე  სიტუაციაა.  

 

დღევანდელი დაბომბები სრულიად კონცენტრირებულია საცხოვრებელ კორპუსებზე. 8 ათასი შენობიდან, შეგახსენებთ, რომ მილიონნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ხარკოვში, 400 შენობა სრულიად გასწორებულია მიწასთან, მიუხედავად ამისა, ქალაქის კომუნალური სამსახურები მთლიანად გამართულად მუშაობს, რომ ლიკვიდაცია მოახდინონ ხანძრების,  აღადგინონ ინფრასტუქტურა, წყალი  და გათბობა მიეწოდება თითქმის ყველა შენობას, გარდა დანგრეული შენობებისა, ელექტროენერგიაც მუდმივად მიეწოდება, მაგრამ სულ გვიწევს გადართვა, რადგან ქვესადგურებს და ტრანსფორმატორებს ურტყამენ“, – განაცხადა ტერეხოვმა. 

 

მისი თქმით, ხარკოვის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქში რჩება და არსად აპირებს წასვლას.

 

“ხარკოველების ნაწილმა დატოვა ქალაქი, ეს ის ნაწილია, ვისაც პატარა ბავშვები ყავს, მაგრამ ხარკოველების უმრავლესობა არსად არ აპირებს წასვლას, მე პირადად ვისაც ვესაუბრე, მითხრეს, რომ არსად წასვლას არ აპირებენ, არ აქვთ წასვლის მიზეზი, ისინი თავს არავის დასხმიან, აპირებენ დარჩენას და გამარჯვებამდე ბრძოლას, ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას  უზრუნველვყოფთ საჭირო დახმარებით, მედიკამენტებითა და თბილი ტანსაცმლით,  რადგან ძალიან დაბალი ტემპერატურაა, დღეს ხარკოვში  19 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი“, – განაცხადა ხარკოვის მერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები