spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილჰამ ალიევი – ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია

საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია. მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის,  – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

“გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში. დღეს პრემიერთან საუბარი გვქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ახლა არის სწორედ ის დრო, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია. მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის. საერთაშორისო სამართლის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია. ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები