spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილჰამ ალიევი – პოლიტიკური კულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო შეკითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ის არჩევნებში

გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკელი ხალხი, ეს მათი პრეზიდენტი იქნება არჩეული. მაგრამ ეს ასევე დიდ მნიშვნელობას იქონიებს მთელ მსოფლიოზე, ვინაიდან, გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც აშშ-ის პირველი პირი მიიღებს, ბევრი ერის და ქვეყნის ბედი იქნება დამოკიდებული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

ალიევმა უპასუხა შეკითხვას, ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

 

“არსებობს პოლიტიკური კულტურა, რომელიც არ მაძლევს უფლებას, პირდაპირ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, თქვენი კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია. ჩვენ ერთმანეთს არაერთი ათწლეულია ვიცნობთ და ვფიქრობ, მშვენივრად იცით, ვის მივანიჭებდი უპირატესობას და ვფიქრობ, არამარტო მე აზერბაიჯანში, ვინაიდან, რაც შეგვეხება ჩვენ, ამ სიტუაციას ვუყურებთ ჩვენი პრიზმიდან. 

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეზისი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა კამპანიის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვფიქრობ არის ის, რომ მისი მმართველობისას არ ყოფილა ომი. მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი, არ ყოფილა კორეა, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, ერაყი, სირია და ა.შ. ამ პერიოდში ეს არ ყოფილა და მგონია, ამას დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. მეორე თეზისი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, თავად შტატებისთვის და იმ ქვეყნებისთვის რომლებიც აშშ-ის პირდაპირი გავლენის ქვეშ არიან, ეს არის მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე და ვფიქრობ, აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელი მოსახლეობის ამ პოზიციას არათუ იზიარებს, არამედ აქტიურად პროპაგანდირებს და ეწევა მის რეალიზაციას პრაქტიკაში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები