spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბაქოში, „ზაგულბას“ სასახლეში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა.

 

ილჰამ ალიევმა  ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.

 

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები