spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკის მიწვევით ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობს

2 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბერლინს ეწვევა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში – Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession, – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება.

 

ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

 

კონფერენცია  ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის რეფორმირება, ევროკავშირის რეგიონი (EU30+) როგორც გლობალური მოთამაშე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები