spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილია დარჩიაშვილი – ჩვენ უკვე წლებია, მოპოვებული გვაქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს რეგიონში

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მეზობლებთან, პარტნიორებთან როგორც შუა აზიაში, ისე ევროკავშირში იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს და გააძლიეროს თავისი როლი და იყოს ძლიერი კონტრიბუტორი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების საქმეში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო გამორჩეული კონტრიბუტორია ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და დღეს არსებული გაუარესებული ენერგოუსაფრთხოების პირობებშიც კიდევ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ამ პროცესში.

 

“როდესაც ვსაუბრობთ ენერგომატარებლებზე, საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშის როლი. ჩვენ უკვე წლებია, მოპოვებული გვაქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს რეგიონში. საქართველო ძალიან გამორჩეული კონტრიბუტორია ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და დღეს არსებული რეალობის პირობებში, გაუარესებული ენერგოუსაფრთხოების პირობებშიც საქართველომ კიდევ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ამ პროცესში. ჩვენთვის, როგორც ვთქვი, რეგიონალური უსაფრთხოება მნიშვნელოვანია ყველა კონტექსტში, ყველა განზომილებაში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მეზობლებთან, პარტნიორებთან როგორც შუა აზიაში, ისე ევროკავშირში იმისთვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო განამტკიცოს და გააძლიეროს ეს როლი და იყოს ძლიერი კონტრიბუტორი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების საქმეში”,-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები