spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ილია დარჩიაშვილი ლიეტუვას ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

 

“ილია დარჩიაშვილი დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობენ შვედეთის (ალიანსში მიწვეული ქვეყნის სტატუსით), ბოსნია-ჰერცეგოვინას და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი.

 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.

 

სამიტზე მიღებული იქნება დასკვნითი დეკლარაცია, სადაც ასახული იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და პერსპექტივები. სამიტზე ასევე დადასტურებული იქნება ალიანსის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერასა და ნატოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ პრიორიტეტულობას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები