spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო -ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბაცეცეგ ბატმუნხს შეხვდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა გამოხატეს მზაობა, იმუშაონ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასააქტიურებლად სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზე და მოიწვია მონღოლეთის დელეგაცია აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.

 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის აქტიურ დღის წესრიგზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები