spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან.

 

შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები