spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

25-26 სექტემბერს ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სამუშაო ვიზიტი გაიმართება.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში  და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში.

 

ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები