11-12 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში, სადაც განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობა, აქცენტი გაკეთდება 2022-2023 წლებში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი, ასევე, გამართავს შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.