spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა

16 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა.

 

ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს დანიელ კოლეგასთან ლარს ლოკე რასმუსენთან.

 

შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში,  საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

 

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები