spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილია ღლონტი – ამოღებულია პირადი მობილური და ლეპტოპი, გასაგებია რისთვისაც, ეს არის დაშინება, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი

შენს აზრს თუ დაწერ, ამის გამო მოგადგებიან თქვენც. დაკავების და ყველანაირი საფრთხე იქნება. ამოღებულია პირადი მობილური და ლეპტოპი, – ამის შესახებ ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია ღლონტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ჩხრეკა დაშინებას ემსახურება.

“შენს აზრს თუ დაწერ, ამის გამო მოგადგებიან თქვენც. ამიტომ, არ უნდა შევშინდეთ, ბრძოლა ახლა იწყება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. ეს არის დაშინება.

დაკავების და ყველანაირი საფრთხე იქნება. ამოღებულია პირადი მობილური და ლეპტოპი, გასაგებია რისთვისაც. ეს არის დაშინება, რომ ადამიანებმა შეწყვიტონ პროტესტი.

სავარაუდოდ,  ჩემ წინააღმდეგ არაა უშუალოდ, ეს იმისთვისაა, რომ ინფორმაცია ამოიღონ მოვლენებთან დაკავშირებით.

ამით ვერავის შეაშინებენ. ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ არ გვეშინია”, – განაცხადა ილია ღლონტმა.

ჯგუფ “დაიტოვეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის საცხოვრებელი ბინიდან პოლიციამ ელექტროტექნიკა ამოიღო.  სახლის ჩხრეკისთვის მიჰყავთ ამავე ჯგუფის დამფუძნებელი ნენსი ვოლდანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები