spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს აღსაყდრების 70 წლისთავს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ მეორეს აღსაყდრების 70 წლისთავი მიულოცა.

 

“თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს.

 

დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი.

 

თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში.

 

ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს.

 

შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს“, – აღნიშნავს პატრიარქი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები