UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს, დაშლასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
“მტკივნეულია იმის ყურება თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”, – წერს თოფურია.
მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება UFC-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც.
“მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი.
საქართველო არის უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი”, – წერს დვალიშვილი.