გავრცელებული ინფორმაციით, რუსული უნივერსიტეტი თბილისში, ილიას ბაღში დახურულ ღონისძიებას მართავს. “გრინდ უნივერსითის” კორპორატიული საღამოს სტუმრები ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც კითხვებს არ პასუხობენ.
არსებული ინფორმაციით, რუსული უნივერსიტეტის პრეზენტაცია საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში იმართება.
ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას აპროტესტებენ რიგითი მოქალაქეები და აქციას მართავენ.
დაცვის სამსახურის წევრები მედიას ღონისძიების შიდა ტერიტორიაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, რუსული უნივერსიტეტის დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქე არსენ მარკარიანია.