ცნობილმა გამომგონებელმა, ინვესტორმა და ბიზნესმენმა ილონ მასკმა, რომელიც ასევე Twitter-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელია, მსოფლიო კალათბურთის მეგა-ვარსკვლავსს ლებრონ ჯეიმს ექაუნთის თანხა დაუფინანსა.
სინამდვილეში ისტორია საკმაოდ საინტერესო და სახალისოა.
“რამდენიმე კვირის წინ Twitter-მა გამოაცხადა, რომ ვერიფიცირებულ მომხმარებლებს ყოველთვიური თანხის გადახდა მოუწევდათ აპრილიდან, რასაც ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა და თქვა, რომ სისულელედ მიაჩნდა ეს ინიციატივა, არ აპირებდა თანხის გადახდას და მზად იყო თავის კუთვნილი ლურჯი ნიშანი დაეთმო.
დღეს კი, Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა, განაცხადა, რომ რამდენიმე ექაუნთის მფლობელისთვის, მათ შორის ლებრონ ჯეიმსისთვის მან საკუთარი ანგარიშიდან გადაიხადა ვერიფიკაციის თანხა” – ინფორმაციას NBA Georgia ავრცელებს.
შეიძლება ითქვას, რომ მასკმა ჯეიმსს საპასუხო დარტყმა მიაყენა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი