ქუთაისში 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორი, რომელმაც არჩევნების გაყალბების სქემის შესახებ ისაუბრა, სამი დღეა, გაუჩინარებულია.
სულხან-საბას დასახლებაში, იმ მისამართზე, იზა ჩირგაძე ცხოვრობს, მედიის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა გაუჩინარებული რეგისტრატორის კვალს ვერ მიაგნეს. სამაგიეროდ, მისამართზე დახვდათ ორი მამაკაცი, რომლებიც სავარაუდოდ, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები იყვნენ. მათ მედიის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვეს.
რეგისტრატორის კვალს ვერ პოულობენ ვერ ოპოზიციის წარმომადგენლები.
“ჩვენთვის უცნობია, სად ბრძანდება ეს ქალბატონი და მისი ოჯახი. როგორც მეუბნებიან, სახლში ისინი არ არიან და ჩვენ არ ვართ სამართალდამცველები, რომ ძებნა განვახორციელოთ. ვთხოვთ მას, რომ გამოჩნდეს და იმ საშუალებებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მისი უსაფრთოება იქნება დაცული” , – აცხადებს “გირჩის” წარმომადგენელი იმედა კლდიაშვილი.