“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილ კანდიდატს იმედა კლდიაშვილს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ კლდიაშვილს კანონდარღვევა ერთხელ უკვე ჰქონდა ჩადენილი.
ადვოკატი სასჯელს არასამართლიანად აფასებს, კლდიაშვილის თანაგუნდელები კი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ.
იმედა კლდიაშვილი სუს-თან ორი დღის წინ დააკავეს. მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.