spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“იმედია, ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, მადრიდის “რეალში” გიხილავთ” – გუტი კვარაცხელიას

მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ნახევარმცველი ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი (გუტი) ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

 

ქართველმა ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი კუმირი და საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყო. ამ ყოველივემ ესპანელის ყურამდეც მიაღწია და საკმაოდ დადებითი ემოციაც გამოიწვია მასში.

 

გადაცემაში ერთ-ერთი მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელია იყო და გუტიმ ქართველს პირდაპირი ეთერიდან მიმართა: “იმედია, ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, მადრიდის “რეალში” გიხილავთ. მე შენ გამოგიგზავნი ჩემს მაისურს უახლოეს პერიოდში, ჩემივე ხელმოწერით”.

 

ვიდეოს Geo Team ავრცელებს.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები