“იმედის” ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.
რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დეპუტატები – ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი და გიორგი ხელაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავდნენ.