იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარია. ვანის მუნიციპალიტეტში ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ძლიერი ქარის გამო 70-მდე შენობა სახურავის გარეშეა დარჩენილი.
ძლიერმა ქარმა სახურავი გადახდა კორპუსებს, ადმინისტრაციულ შენობებს, საკუთარ სახლებს და დამხმარე ნაგებობეს.
ასევე ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც იმერეთში რიგ სოფლებს შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება.
ქუთაისის ნაწილს დღეს წყალიც არ მიეწოდებოდა, თუმცა საღამოს უკვე მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა.
იმერეთში ქარი გუშინ ღამით გაძლიერდა. სინპოტიკოსები აღნიშნულ რეგიონში ქარს მომდევნო ორი დღე პროგნოზირებენ.