spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“იმის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ, რომ რომელიმე საკითხი ამოვარდეს ამ დოკუმენტიდან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისთვის პრინციპულია, რომ 6-ვე საკითხი იყოს შეთანხმების დოკუმენტში ასახული და არამხოლოდ რომელიმე მათგანი. 

"ჩემთვის პრინციპულია, რომ 6-ვე საკითხი იყოს ამ დოკუმენტში და თითოეულ საკითხზე იყოს შეთანხმება. მე იმის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ, რომ რომელიმე საკითხი ამოვარდეს ამ დოკუმენტიდან. რაც შეეხება დღეს "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრას, რთულად წარმომიდგენია, რომ ამ შეხვედრაზე დასრულდება ეს საკითხი, თუ ასე იქნება, ძალიან კარგი იქნება", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო. 

შეხვედრაზე, მმართველი გუნდიდან – ირაკლი კობახიძე, ოპოზიციიდან კი, გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე, აკაკი მინაშვილი და ხათუნა სამნიძე შევიდნენ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები