ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.