spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ინდოეთი მზის შესასწავლად მისიას გზავნის

მთვარეზე წარმატებული დაშვების შემდეგ ინდოეთი დღეს მზის შესასწავლად მისიას აგზავნის.

 

სადგური Aditya-L1 ადგილობრივი დროით 11:50 საათზე აიღებს სტარტს. გავრცელებულია ინფორმაციით, სადგური დედამიწიდან 1,5 მილიონი კმ-ის დაშორებით განთავსდება.

 

ინდოეთის კოსმოსური სააგენტო იუწყება, რომ ასეთი მანძილის გადალახვას ოთხი თვე დასჭირდება. პირველი ინდოეთის კოსმოსური მისია მზის სისტემის უდიდესი ობიექტის შესასწავლად ინდური მზის ღმერთის სახელს ატარებს.

 

მისია აღჭურვილია შვიდი სამეცნიერო ინსტრუმენტით, რომლებიც დააკვირდებიან და შეისწავლიან მზის გვირგვინს. კვლევა დაეხმარება მეცნიერებს გააცნობიერონ მზის აქტივობა, როგორიცაა მზის ქარი და მზის აფეთქებები, მათი გავლენა დედამიწაზე და ამინდზე რეალურ დროში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები