ინდოეთი მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის დამყარებას უკრაინასა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ ინფორმაციას ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, დღეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
“პრემიერ-მინისტრმა მოდიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ორივე მხარე უნდა დაუბრუნდეს დიალოგს და დიპლომატიას, რათა იპოვონ გრძელვადიანი გადაწყვეტა მათი უთანხმოებებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოხატა ინდოეთის მხარდაჭერა ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინდოეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.