spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით ფრენებს გეგმავს

ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია დელი-თბილისის მიმართულებით  ფრენების დაწყებას გეგმავს. 

 

ავიაკომპანია Indigo პირდაპირ, რეგულარულ ავიარეისებს საქართველოსა და ინდოეთის დედაქალაქებს შორის, 31 ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. 

 

Indigo-ს მენეჯმენტი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა და ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალებთან დაკავშირებით “ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს. 

 

Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც დღეისათვის ფრენებს 135 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 77 ადგილობრივი, 58 კი – საერთაშორისოა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები