ინდოეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, არიან დაღუპულები.
Times of India-ს ცნობით, ავარიის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ამავდროულად, Hindustan Times ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავდა 192 ადამიანი, სავარაუდოდ, 50 დაიღუპა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამობრუნებული ვაგონებიდან ბევრი მგზავრი ვერ გადმოდის.
Times of India წერს, რომ სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და შემდეგ სატვირთო მატარებელს შეეჯახა.
მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.