spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ინგლისი-აშშ უგოლოდ დასრულდა

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი უგოლო ფრე დაფიქსირდა. ამჯერად, B ჯგუფის შეხვედრაში, რომელიც “ალ ბაითის” სტადიონზე გაიმართა, ერთმანეთს ინგლისის და აშშ-ის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ და ქულები გაიყვეს.

 

თამაშში ფავორიტი ინგლისი იყო, თუმცა მოედანზე სულ სხვა სცენარი დატრიალდა და ამერიკელებმა ბრიტანელებს არაფერი დაუთმეს. მეტიც, რიგ მომენტებში აშშ ჯობდა კიდეც მეტოქეს.

 

ამ შედეგის ფონზე, ინგლისი B ჯგუფში მაინც გალიდერდა, მეორე ადგილზე ირანია, რომელმაც დღეს უელსს სძლია, მესამეზე აშშ და მეოთხეზე უკვე ნახსენები უელსის ნაკრები. საკმაოდ დაძაბული ჯგუფი გამოვიდა და ბოლო ტურის წინ ოთხივე გუნდს აქვს შანსი ფლეი-ოფის საგზური მოიპოვოს.

 

26 ნოემბერს ფეხბურთის გულშემატიკავრს ოთხი თამაში ელოდება წინ:

14:00 საათზე: ტუნისი – ავსტრალია

17:00 საათზე: პოლონეთი – საუდის არაბეთი

20:00 საათზე: საფრანგეთი – დანია

23:00 საათზე: არგენტინა – მექსიკა

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები