spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ინგლისმა ირანი 6:2 დაამარცხა

“ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე” ერთმანეთს ინგლისის და ირანის ეროვნული საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ.

 

მატჩი ინციდენტით დაიწყო და თანაგუნდელთან შეჯახების შედეგად ირანელთა მეკარე ჰოსეინ ჰოსეინი მძიმედ დაშავდა, მის ნაცვლად კიმოედანზე ალირეზა ბეირანვანდი გამოვიდა.

 

ინგლისმა საკუთარი თამაშით მალევე დაჯაბნა მეტოქე და 35-ე წუთზე ჯუდ ბელინგჰემმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ძალიან მალე ბუკაიო საკამ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს რაჰიმ სტერლინგმა მესამედ აიღო ირანელთა კარი.

 

მეორე ტაიმიც მაღალი ტემპით წარიმართა და 62-ე წუთზე ბუკაიო საკამ დუბლი გაიფორმა, მის გოლს ირანელთა შემტევმა მეჰდი ტარემმა უპასუხა და სხვაობა სამ ბურთამდე შეამცირა.

 

შეცვლაზე შემოსულმა მარკუს რაშფორდმა ინგლისელთა უპირატესობა კვლავ ოთხ ბურთიანი გახადა. ამის შემდეგ ჯეკ გრილიშმა ირანელთა კარში მეექვსე გოლი გაიტანა.

 

შეხვედრის ბოლოს ინგლისელთა საჯარიმოში დანიშნული პენალტი მეჰდი ტარემმა ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 6:2 დააფიქსირა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები