აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში “6-თვიანი ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროგრამის კურსდამთავრებულებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე ივენ კალიმ სერტიფიკატები გადასცეს.
ექვსთვიანი სასწავლო კურსი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა და განკუთვნილი იყო აფხაზეთის სკოლების იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც სწავლას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განაგრძობენ.
პროგრამის ფარგლებში თხუთმეტმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა ინგლისური ენის ცოდნა გაიუმჯობესა.