spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან

თბილისი: საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში”.

– თქვენი შეფასებით, რისი მოწმე გახდა დღეს არა მარტო საქართველო და უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო? 

– ჩვენ ველოდით ამას, მობილიზებული მყავდა ჩვენი პრესცენტრი, დაცვის 10-15 თანამშრომელი, კარები გამაგრებული გვქონდა და დრო დასჭირდათ შემოსანგრევად, ჩვენ კი დრო გვჭირდებოდა ხალხის მობილიზაციისთვის, ამიტომ გადავედი სახურავზე და ვუთხარი, რომ თუ მომეკარებოდნენ, მაშინ ყველა ერთად დავგორდებოდით, არ ვურჩიე მოახლოება იქ, იმიტომ, რომ ძალიან დამრეცი სახურავია, თან წვიმდა და სველი იყო. ამასობაში ვაგოვებდით ხალხს. 

– სახურავზე თქვენი გამოჩენა მარტივი, მაგრამ გენიალური გადაწყვეტილება აღმოჩნდა, იმიტომ, რომ სწორედ ამან განაპირობა თქვენი გათავისუფლება საბოლოოდ, რადგან ამით მხარდამჭერებს შეკრებისთვის დრო მიეცათ. თქვენ ახსენეთ სახურავიდან დაგორება, ამას ხომ არ გულისხმობდა რუსული მედია, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს თქვენ გადმოხტომას აპირებდით?

– მე ვუთხარი, რომ თუ მომეკარებოდნენ ჩავსრიალდებოდით ყველა ერთად ქვემოთ, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ასე იყო და ამასობაში მოხდა ჩვენი ხალხის მობილიზაცია. სიტუაცია ძალიან მარტივია – ბრალდებები, რომელიც წამიყენეს, იმდენად იდიოტურია, მე დამემუქრნენ, რომ თუ არ გავჩერდებოდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახური შექმნიდა კომპრომატს. როცა ვუთხარი, რომ ჩემზე კომპრომატი არ არსებობს, მიპასუხეს შევქმნით, პრობლემა არ არისო. სამწუთიანი აუდიოჩანაწერის შექმნას არაფერი არ სჭირდება. წინა კვირას გავაკეთე განცხადება, რომ აწყობდნენ ჩემი სხვადასხვა ჩანაწერიდან ერთ ჩანაწერს და ეს გააკეთეს კიდევაც დღეს, მაგრამ უკრაინაში ამას არავინ არ ჭამს, ამ ორგანოს არავინ არ ენდობა, იციან რა მატყუარები არიან და რაზე არიან წამსვლელები. ძალიან ბევრი დეპუტატი მოვიდა ჩემს მხარდასაჭერად და ყველა ამ დეპუტატზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ამ ფარჩაკებს ეგონათ, რომ ჩვენ ადვილად დაგვამარცხებდნენ, მე არ ვარ პირუტყვი, რომ ხელფეხშეკრული ჩავბარდე, გავიბრძოლებ ყოველთვის მათ შორის ფიზიკურადაც, სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიე სახლშიც და მანქანაშიც, სადაც არ მოელოდნენ, იმდენი ადამიანი გადავყარე აქეთ-იქეთ. ძალადობაზე მოდიოდნენ და ძალადობას ასე ადვილად არ უნდა დანებდე. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

– ბატონო მიხეილ, თქვენ ელოდებოდით, რომ ასეთი რამ მოხდებოდა? ხალხმა გადაგაკვეთინათ უკრაინის საზღვარი, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა. გქონდათ ასეთი მოლოდინი?

– საზღვარზე ჩამოსული იყვნენ ჩვენი აქტივისტები მთელი უკრაინიდან, საზღვარზე ჩამოსვლის დრო ჩვენ ვიცოდით, აქ მოვიდნენ ძირითადად მეზობლები, გამვლელები, ჩვეულებრივი ადამიანები, იქ ქალებმა, კაცებმა ისე იბრძოლეს, მართლა მაგარი ხალხია, გმირი ხალხია. ეს არის პირველ რიგში უკრაინელი გმირი ხალხის დამსახურება. რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის დამთავრებული, ისინი იმუქრებიან, რომ ხვალ შეიძლება კიდევ რაღაც სპეცოპერაცია განახორციელონ, მაგრამ ამათი საქმე წასულია, მენდეთ, ამ  ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს, იმიტომ რომ დასჭირდება. დღეს რომ დამაკავეს ისე ლანძღავდნენ…

– საინტერესოა თვითონ რა დამოკიდებულება ჰქონდათ, ორი საათის განმავლობაში თქვენს ბინაში არ შემოვიდნენ თუ არ შემოვიდნენ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მაინცდამაინც მონდომებულები არც იყვნენ. 

– ვერ შემოვიდნენ, მაგრამ ვინც ჩემოვიდა, რამდენიმე მათგანი ძალიან კარგად იყო განწყობილი ჩვენს მიმართ. ერთი-ორმა ჩუმად მითხრა, რომ ჩვენი აქტივისტებიც არიან, ”ეს-ბე-უშნიკები”, რომლებთან ერთადაც ავტომობილში ვიყავი, 7-დან 3 ნამდვილად ჩვენს მხარეს იყო და 2 გაურკვევლობაში და ძალიან ლანძღავდა ყველა პოროშენკოს. ამიტომ ვამბობ, დარწმუნებული ვარ, ხელბორკილებს ამათ წინააღმდეგ დიდი სიამოვნებით გამოიყენებენ.

– საინტერესოა, ვინ აგხსნათ მანქანაში ხელბორკილები?

– მეორე ხელბორიკილი თვითონ ”ეს-ბე-უშნიკებმა“ მომხსნეს გათავისუფლების წინ და მაინცდამაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ გათავისუფლების დროს. მანადე საინტერესო იყო, როცა სახურავზე ვიყავი ყველა მხრიდან გარშემორტყმული, საიდანღაც ამოძვრა ჩვენი აქტივისტი მღვდელი.  ვერ ვიცანი იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ანაფორით დადის. ამოძვრა, ვუთხარი არ მომეკარო-თქო და რას ამბობ, ვერ მიცანი, მღვდელი ვარო. ამოვიდა, გამახნევა, ლოცვები წაიკითხა იქ. იმათ უთხრა, არ მიეკაროთ ხელი არ დააკაროთო. საიდანღაც გამოძვრა მღვდელი, როგორ გამოეპარა მათ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გამოეპარათ. ჩემი აზრით, სახანძრო კიბით ამოძვრა, მღვდელი არ გამოატარეს და ისე გადმოვიდა სახურავზე. ასე რომ, ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი. 

მინდა ვუთხრა საქართველოში ჩვენს მომხრეებს, ქართველებს, რა თქმა უნდა, უკრაინა ჩემთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან, მაგრამ ჩემი გული თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით და ივანიშვილი საერთოდ არავინ არის, ჩვენ თუ მოვინდომებთ თუ ერთად და მაგრად დავდგებით, თუ დავრაზმებით, თუ იგივეს გავაკეთებთ, რაც უკრაინელებმა დღეს გააკეთეს, მაგათ დიდი დრო არ უწერიათ ხალხო. მართლაც სადამდე უნდა დაგვამცირონ, სადამდე უნდა გვაპამპულაონ.

– დღესაც ისმოდა მუდმივად სიტყვა “იმპიჩმენტი”. რეალურად თქვენი მხარდამჭერები ითხოვენ იმპიჩმენტის შესახებ კანონს თუ პოროშენკოს იმპიჩმენტს?

– რატომ დააჩქარეს ეს დაკავება? იმიტომ, რომ წინა კვირაში ჩვენ ჩავატარეთ 2014 წლის შემდეგ ყველაზე მასობრივი მარში. დაახლოებით 60 ათასი კაცი იყო, რაც აქ დიდი ხანია, არ გამოსულა და შემდეგ კვირას ველოდებოდით 3 და 4-ჯერ მეტს, ამის შეეშინდათ ისტერიულად და შეთითხნეს ეს სისულელე. რა თქმა უნდა, გათვლილი იყო მოკლე ეფექტზე, მაგრამ ხალხს არ უყვარს, როცა ასულელებენ. ჩვენ შევძელით სიტუაციის შემობრუნება, საფრთხე არ არის დამთავრებული. ესენი აუცილებლად მოიქნევენ კუდს.

– დიახ, მათ თქვეს, რომ აპირებენ თქვენს დაპატიმრებას 24 საათში, ლუცენკომ თქვა – თუ საჭირო გახდა ძალის გამოყენებით მიგიყვანენ სასამართლოში. რას აპირებთ? ამბობენ, რომ დაშლიან თქვენს მომხრეებს…

– აქ ერთხელ დაშალეს სტუდენტები 2013 წელს და ეს ყველაფერი დიდი რევოლუციით დასრულდა. ასე რომ, ეს გაკვეთილები აქვს ამ ხალხს და პოლიცია აღარაა ისე განწყობილი, რომ ხალხზე ძალა მასიურად გამოიყენოს. ფულით, მოსყიდვით რამეს გააკეთებენ, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მათ გადაარჩენთ, ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენი ამოცანაა ბოლომდე ბრძოლა, ხალხის მობილიზება უკრაინაშიც და საქართველოშიც. მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ქართველებს, დიდი მადლობა, რომ მხარს მიჭერთ, დიდი მადლობა, რომ თქვენს გულშემატკივრობას ვგრძნობ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხართ თითოეული თქვენგანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა. 

– რაც შეეხება ბრალდებას, რომელიც წარგიდგინეს, თქვენ თქვით, რომ დამონტაჟებულია. რაც შეეხება სევერიონ დანგაძეს, გამორიცხავთ, რომ მას ჰქონოდა რაიმე საუბარი, რომელიც თქვენს წინააღმდეგ გამოიყენეს?

– ჩვენ არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ შეგვიქმნია, კურჩენკოს საერთოდ არ ვიცნობ, არანაირი კვეთა მასთან არ მქონია. ამათ უნდოდათ რაღაც მაინც შეექმნათ, ამიტომ წამოვიდნენ პროვოკაციაზე

– ლუცენკოს, რომელიც თავად პოლიტპატიმარი იყო, ჩნდება კითხვა, რამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯები?

– ფულმა და თავზე ხელის აღებამ. ხელისუფლებამ იცის გახრწნა. ამათ გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი შეუძლიათ და  ყველაფერი გამოუვათ, ეგ არის და ეგ.

– დღეს ამ პროცესების ერთ-ერთი ლიდერი იყო იულია ტიმოშენკო, უნდა ველოდოთ თუ არა თქვენს კიდევ უფრო დაახლოებას და თქვენთან ერთად სხვა ოპოზიციური ლიდერების გაერთიანებას?

– იულიამ იცის, რომ თუ უკრაინაში ტოტალიტარული რეჟიმი დამყარდა, მასაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ იყო საზღვარზეც და ამიტომ გამოვიდა დღეს რადაში. იქ იყვნენ სხვადასხვა ფრაქციების დეპუტატები და ძალიან მაგრად იქცეოდნენ და ამ ხალხზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინაში მიდის ოპოზიციის გაერთიანების პროცესი და ეს პროცესები არის შეუქცევადი. მე ვარ ამ ხალხის მადლობელი და ყველაფერი გამოგვივა. 

– როდესაც თქვენ ასეთი მძიმე ბრალდებები წაგიყენეს უკრაინაში, გაჩნდა ეჭვი, რომ ექსტრადიციაზე საუბარი საერთოდ აღარ მიდის და უკრაინა აპირებს, პატიმრად დაგტოვოთ უკრაინაში, ამაზე რას იტყვით?

– იმდენად სულელური ბრალდებებია, ყველაზე უფრო არადამოუკიდებელ სასამართლოშიც კი მათი დასაბუთება სრულიად გამორიცხულია. ამათ უნდოდათ ერთჯერადი ეფექტის შექმნა და მერე ჩემი მოშორება. არცერთი გამოუვიდათ და არც მეორე. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები