გორელი ბიზნესმენი, ანტისაოკუპაციო რესტო-ბარის მფლობელი იოსებ ბაბაევი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
სასამართლომ ბიზნესმენს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. იმის გამო, რომ მან იზოლატორში 2 ღამე უკვე გაატარა, სასჯელი მოხდილად ეთვლება.
იოსებ ბაბაევს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბიზნესმენს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და საკუთარ რესტორანში მისვლას, პროდუქტების მიტანის მიზნით ცდილობდა.
ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი პოლიციამ გორში 14 სექტემბერს დააკავა.